მილანში, უბანში, რომელსაც ფიჯინო ჰქვია, ფრატელი ძანძოტერას ქუჩაზე, სახლთან ახლოს ხუთი გასროლით მოკლეს „ინტერის” ულტრასის 69 წლის ლიდერი ვიტორიო ბოიოკი. მკვლელმა მსხვერპლს ხუთივე ტყვია მკერდში დაუმიზნა. ბოიოკი სასწრაფო დახმარების მანქანამ სან კარლოს საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ის მალე გარდაიცვალა. საქმის გამოძიებას შეუდგა პოლიციის მობილური ჯგუფი მარკო ჩალის ხელმძღვანელობით.

მკვლელობა „ინტერისა” და „სამპდორიას” მატჩის დაწყებამდე არცთუ დიდი ხნით ადრე მოხდა. ჩრდილო ტრიბუნამ ლიდერის ხსოვნის საპატივცემულოდ დახარა ბანერები, არ იმღერა და შესვენებისას სტადიონი დატოვა.

როგორც „კორიერე დელა სერა” წერს, ბოიოკი ცხოვრების მანძილზე ათჯერ იყო გასამართლებული ნარკოტრეფიკინგის, დანაშაულებრივი შეთქმულების, იარაღის უკანონო ტარების, ძარცვის, ქურდობისა და ხალხის გატაცების ბრალდებით. მას ჯამში 26 წელიწადი ჰქონდა მოხდილი.

Milano, sparatoria in strada: morto Vittorio Boiocchi, capo ultrà dell'Inter | Corriere.it