როგორც საიტი calcioomercato.it წერს, „ნაპოლი” აპირებს თადარიგი დაიჭიროს და თავისი საგანძური ხვიჩა კვარაცხელია მომავალ სეზონში მდიდარი კლუბების შემოსევისგან იხსნას.
„ნეაპოლში უკვე ფიქრობენ კვარაცხელიას ხელფასის გადახედვაზე, — წერია ინფორმაციაში, — „აძური” ქართველს ბრუტო-ხელფასად წელიწადში დაახლოებით მილიონნახევარ ევროს უხდის. გათვალისწინებულია განვითარების ფაქტორიც.
მაგრამ, აურელიო დე ლაურენტისს სეზონის მიწურულს პრობლემები არ სურს. მას უნდა თავისი ვარსკვლავი წაახალისოს და უკვე გასამრჯელოს მომატებაზე ფიქრობს.
ასე აპირებს „ნაპოლი” მსოფლიო ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის დაბევებას, რომელიც „მარადონაზე” და მის მიღმა ბრწყინავს”.