Hoyer Photos - Free & Royalty-Free Stock Photos from Dreamstimeდანიის საფეხბურთო კავშირის მენეჯერმა იაკობ ჰოიერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დანიის ნაკრების ფეხბურთელები ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე პროტესტის ნიშნად ოჯახების გარეშე გაემგზავრებიან. ამ ჟესტით, ორგანიზაცია ყატარში არსებულ ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავს.

„არ გვინდა ყატარში ტურისტულ აქტივობას ხელი შევუწყოთ, ამიტომ ჩვენი დელეგაცია მაქსიმალურად მცირე იქნება. ადრე დიდ ტურნირებზე ოჯახის წევრები ყოველთვის ფეხბურთელებთან ერთად იყვნენ ხოლმე, ამჯერად კი ასე არ იქნება“, – ამბობს ჰოიერი.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

წილი
წინა სტატიატიბოს რადიკულიტი
შემდეგი სტატიაფინალამდე – ბელგიასთან 86:0!
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.