ლაშა პარუნაშვილი, კარიერას „საბურთალოში“ გააგრძელებს – კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება უკვე შედგა და ლაშა 16 სექტემბერიდან „საბურთალოსთან“ ერთად მოემზადება.
29 წლის ნახევარმცველი 2016 წლიდან დანიურ „ესბიერგში“ თამაშობდა, სხვადასხვა დროს იყო საქართველოს 19 და 21 წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი.
აღსანიშნავია, რომ ლაშა პარუნაშვილის „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია და ის გურამ გოშთელიანის, ბექა ქურდაძისა და გიორგი ჯინჯოლავას შემდეგ, მეოთხე საბურთალოელია, რომელიც ყოფილ კლუბს დაუბრუნდა.