საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 23 სექტემბერს, თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუხვდება, ხოლო 26 სექტემბერს გიბრალტარში ითამაშებს.
ერთა ლიგის უახლოესი თამაშებისთვის ფრანგმა სპეციალისტმა შემადგენლობა დაასახელა.
23 ფეხბურთელს შორის თითქმის ყველა ნაცნობია სახეა, მაგრამ არის ერთი დებიუტანტი – წყალტუბოს „სამგურალის“ მეკარე ლევან შოვნაძე.
სანიოლის რჩეულთა სია ასეთია:
მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლევან შოვნაძე („სამგურალი“);
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), გურამ გიორბელიძე („ზაგლებიე“, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, სერბეთი), ჯემალ ტაბიძე („დინამო“ თბ);
ნახევარმცველები: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი, ნიკა კვეკვესკირი (ორივე „ლეხი“, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბ), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, სლოვაკეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბთ), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, ს.კორეა);
თავდასხმელები: გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, უნგრეთი).
15 სექტემბერს, 15 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი სასტუმრო „მეტეხში“ პრესკონფერენციას გამართავს. ჩრდილოეთ მაკედონიასთან და გიბრალტართან მატჩებისთვის მოსამზადებელი საწვრთნელი შეკრება 19 სექტემბერს, თბილისში დაიწყება.