„არსენალის“, „ბარსელონასა“ და საფრანგეთის ნაკრების ლეგენდარულმა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ თვისტომ ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა ერლინგ ჰოლნდსა და კილიან მბაპეზე. საინტერესოა, რომ ფრანგმა ნორვეგიელს ფრანგი ამჯობინა.
„მბაპეს მომენტების შექმნაც შეუძლია და დასრულებაც. ჰოლანდი მხოლოდ ასრულებს შეტევებს. მბაპეს ცენტრში, მარჯვნივ და მარცხნივ თამაში შეუძლია, ჰოლანდს მხოლოდ ცენტრში.
მბაპე მეტად უნივერსალურია, ამიტომ ამ დუელში უპირატესობას მას მივანიჭებდი“, – ამბობს ანრი.
ცნობისთვის, ახალ სეზონში ჰოლანდმა „მანჩესტერ სიტის“ მაისურით ყველა ტურნირში შვიდ მატჩში 12 ბურთი გაიტანა. მბაპემ კი „პარი სენ-ჟერმენის“ შემადენლობაში ექვს შეხვედრაში ცხრაჯერ გამოიჩინა თავი.