ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „ვესტ ჰემს“ ნახევარმცველი პეტრ ზელინსკი არ მიჰყიდა.
საქმე ის არის, რომ ინგლისელებმა იტალიელებს 25 მილიონი ევრო (პლუს ბონუსები) შესთავაზეს. ნეაპოლელები კი 28 წლის პოლონელში 35 მილიონს (პლუს ბონუსები) ითხოვენ.
„ნაპოლისთან“ ზელინსკის კონტრაქტი 2024 წლის ივნისში უმთავრდება. წინა სეზონის ყველა ტურნირში პოლონელმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ სასრგებლოდ 42 მატჩი ჩაატარა, 8 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.