„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ „რომაში“ გადასვლაზე უარი თქვა. არგენტინელს პარიზულ კლუბში დარჩენა სურს.
„ინტერისა“ და „სამპდორიას“ 29 წლის ყოფილი შემტევი იმ 11 ფეხბურთელს შორის მოხვდა, რომელთა გაყიდვაც პსჟ-ს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას სურდა. მისით „იუვენტუსი“ და ელიტაში აღზევებული სილვიო ბერლუსკონის „მონცა“ დაინტერესდნენ, მაგრამ მომხიბლავი ვანდა ნარას მეუღლემ წასვლა იუარა.
პარიზელებთან მას კიდევ ორ წელიწადს აკავშირებს კონტრაქტი. მაღალი ხელფასი კი (12 მილიონი ევრო წელიწადში) პოტენციურ მყიდველებს აფრთხობს.