Todd Boehly is desperate to sign unsettled Man Utd star Cristiano Ronaldo but Thomas Tuchel isn't convinced
ტოდ ბოელი

როგორც ირკვევა, „ჩელსიში” ერთ აზრზე არ არიან. კლუბის ახალ მეპატრონეს ტოდ ბოელის ძალიან უნდა „მანჩესტერ იუნაიტედიდან” პორტუგალიელი ვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს ყიდვა, მაგრამ ამისათვის ის მწვრთნელს თომას ტუხელსაც უნდა სჭირდებოდეს.

ბოელი ბიზნესმენია, მან „ჩელსი” ივნისში 4,2 მილიარდ გირვანქად იყიდა და ახლა სატრანსფერო ბაზარზე სჭირდება ეფექტური სვლის გაკეთება, 37 წლის რონალდუ კი საამისოდ ჩინებული კანდიდატურაა. რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედიდან” ისეთ კლუბში უნდა გადასვლა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობს.

წერენ, რომ ტუხელი და ბოელი ახლა უნდა დასხდნენ და კარგად აწონ-დაწონონ რონალდუს შეძენა „ჩელსისთვის” კარგი იქნება თუ ცუდი. რამდენადაც ცნობილია, გერმანელ მწვრთნელს „მანჩესტერ სიტიდან” რაჰიმ სტერლინგისა და მცველების შეძენა უჯობს. შეგახსენებთ, რომ ანტონიო რუდიგერი და ანდერს კრისტენსენი თავისუფალი აგენტების სტატუსით წავიდნენ, ხოლო სესარ ასპილიკუეტა და მარკოს ალონსო ნემსებზე სხედან, „სტემფორდ ბრიჯის” დატოვება უნდათ.

„ჩელსიმ” ამ ზაფხულს თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუც დაკარგა. ის „ინტერში” გადავიდა და დასავლეთ ლონდონის კლუბს მისი შემცვლელი სჭირდება. ლუკაკუს ნაცვლად ტუხელს ყველაზე მეტად „მანჩესტერ სიტიდან” რაჰიმ სტერლინგის გადაბირება სურს, თუმცა აქვს მეორე ვარიანტიც — ოსმან დემბელე „ბარსელონადან”.

დაცვაში „ლურჯებს” „სევილიაში” მოთამაშე ფრანგზე ჟიულ კუნდეზე უდგათ თვალი, მაგრამ მისი ყიდვა „ბარსელონასაც” მოუნდა, ასე რომ ვაჭრობაა მოსალოდნელი. იგივე მდგომარეობაა „იუვენტუსის” ჰოლანდიელ მცველთან მატეის დე ლიხტთან დაკავშირებითაც. 22 წლის ფეხბურთელის შეძენა „ჩელსის” ხომ უნდა და ახლა „ბაიერნსაც” მოუნდა.