ესპანურ პრესაში გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, სადაც „ვალენსიას“ პრეზიდენტი ანილ მურტი გუნდის წამყვან ფეხბურთელ კარლოს სოლერს ემუქრება.
საქმე ეხება „ბარსელონაში“ შესაძლო ტრანსფერს. სოლერს კონტრაქტი უმთავრდება „ვალენსიასთან“ და არ აგრძელებს. აუდიოჩანაწერში კი ისმის: „იანვარში უფასოდ თუ წახვალ, მოგკლავ! პრესით. 100 000 ევროს დავდებ ამისთვის… ეს იმიტომ, რომ შენ აკადემიაში გაიზარდე, კლუბმა დიდი თანხა დაგახარჯა და ახლა შენ უნდა მოუტანო კლუბს ფული“.
აქ ხაზი გაუსვეს სიტყვას – „პრესით“. მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტმა პრესის საშუალებით რეპუტაციის მოკვლა იგულისხმა და არა ფიზიკური ძალადობა. „ვალენსია“ უარყოფს, საუბარი ფალსიფიცირებულიაო.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
