„ჩელსის“ მწვრთნელმა თომას ტუხელმა თქვა, რომ ზარმაცების გუნდი ჰყავს.
ტუხელის „ჩელსი“ ამ სეზონში ისეთი ვეღარ არის, როგორიც შარშან. მართალია, „რეალთან“ გასვლაზე და სხვა ბევრ მატჩშიც აჩვენა ძალა, მაგრამ სტაბილურობა აკლია.
აი, რა ახსნა მოძებნა ტუხელმა:
„რა თქმა უნდა, დაღლილობა ადამიანური თვისებაა, მაგრამ „ჩელსი“ ნამდვილად ზარმაცების კლუბია. მუდამ მჭირდება ბიძგის მიცემა, ტონუსში ჩაყენება.
…მახსოვს „მაინცში“ მუშაობა, კვირაში ერთხელ ვთამაშობდით და ის ფინალივით იყო. ფეხბურთელები შაბათს როცა ითამაშებდნენ, სამშაბათამდე ფეხზე ვერ დგებოდნენ.
… „დორტმუნდში“ როცა გადავედი, სხვაობა ნათლად დავინახე, მათ ფსიქოლოგიური მდგომარეობა ბევრად ამაღლებული ჰქონდათ, ვიდრე მაინცელებს. ეს მოქმედებდა ფიზიკურ მომზადებაზეც.
…ამიტომაც სიტყვა „ზარმაცი“ სულაც არაა უადგილო. „სტემფორდ ბრიჯზე“ ცუდად ვთამაშობთ. ეს რომ ერთხელ მომხდარიყო, შევიცვლიდით გასახდელს, ან სხვა სასტუმროში გადავიდოდით, მაგრამ ეს დიდი ცრურწმენა გამოვიდოდა“.