City stay top after thrilling draw with Liverpool
                პრემიერლიგის ეგრეთწოდებულ საჩემპიონო მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ და „ლივერპულმა“ მანჩესტერში, „ეტიჰედზე“ 2:2 ანუ ფრედ ითამაშეს, თუმცა „ქალაქელების“ გადარეული ფანის, როკმენ ლაიამ გალაჰერის აზრით „სიტიმ“ გაიმარჯვა.

Liam Gallagher is a well-known Manchester City fan and wasn't happy with their draw vs Liverpoolგალაჰერმა განსაკუთრებულ პოპულარობას 1991-2009 წლებში მიაღწია, როდესაც საქვეყნოდ ცნობილი ჯგუფის „ოაზისის“ სოლისტი იყო. 2009-14 წლებში ის გახლდათ ჯგუფ „ბიდი აის“ ლიდერი, 2017 წლიდან კი სოლო კარიერა დაიწყო.

კომპოზიტორმა და მომღერალმა მატჩის დამთავრების შემდეგ თავისი აშლილი გრძნობების ნიაღვარი ტვიტერში გადმოაფრქვია. თავიდან მას მსაჯები (შეხვედრას ენტონი ტეილორი უძღვებოდა) შემოელანძღა:

„ეს მსაჯები დიდი საშოები არიან“ — დაწერა გალაჰერმა, რომელიც „სიტის“ ფანების გვარიანი ნაწილის მსგავსად მიიჩნევს, რომ მერსისაიდელთა ნახევარმცველი ტიაგო კევინ დე ბრუინის წინააღმდეგ უხეშობის გამო მეორე ყვითელ ბარათს იმსახურებდა.

შემდეგ, შოუმენმა „ლივერპულს“ „ლაქი პული“ ანუ „იღბალ-პული“ უწოდა. შეხვედრაში იყო ეპიზოდი, როდესაც რაჰიმ სტერლინგმა მერსისაიდელებს მესამე გოლიც გაუტანა, მაგრამ ის ოფსაიდის გამო არ ჩათვალეს.

გალაჰერმა დაწერა: „10:2 უნდა ყოფილიყო. „ლაქი პულს“ გაუმართლა“.

შემდეგ იყო რაღაც გინება, რის მერეც როკმენმა სკაუსერებს შეახსენა, რომ ინგლისის ჩემპიონი „მანჩესტერ სიტია“ და ლიდერობას ამ შეხვედრის შემდეგაც „ქალაქელები“ ინარჩუნებენ.

31 ტურის შემდეგ პრემიერლიგის ცხრილში დაძაბული მდგომარეობაა: „სიტის“ 74 ქულა აქვს, ხოლო „ლივერპულს“ 73. ორივე გუნდს შვიდი თამაში დარჩა ჩასატარებელი.

ლაიამ გალაჰერს კი შეუძლია ტვიტერს შაბათსაც ჩაუჯდეს, ვინაიდან 16 აპრილს „მანჩესტერ სიტი“ და „ლივერპული“ კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს. ეს იქნება ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალი.

მეორე ნახევარფინალში „ჩელსი“ „კრისტალ პალასს“ ეთამაშება.