Tactical Analysis: Roberto De Zerbi's Sassuolo – Breaking The Linesსაფეხბურთო სფეროს თუ ავიღებთ, მთელი ამ დღეების ერთ-ერთი გმირი გახლავთ იტალიელი რობერტო დე ძერბი.

ის დონეცკის „შახტარის“ მწვრთნელია, უკრაინიდან არსადაც არ მიდის და აცხადებს, რომ არსად არ წავა, სანამ ბოლო ლეგიონერი ფეხბურთელი არ დატოვებს უკრაინას.

„მე წავიდე და ჩემი გუნდის 18 წლის ფეხბურთელი აქ იყოს?“ – მისია ეს სიტყვები.

დე ძერბი შარშან „სასუოლოდან“ წავიდა „შახტარში“.

აი, მისი კომენტარი მანამდე, ომის პირველ დღეს: „ადამიანები დაიღუპნენ. იტალიელი ვარ და დონეცკში ჩამოვედი სპორტისთვის, ჩემი საქმის საკეთებლად. ფული? ამას პირველად ვამბობ, რომ რასაც „შახტარში“ ვიღებ, უფრო მეტს იტალიაში მთავაზობდნენ. იტალიელი ვარ, მაგრამ არსად არ წავალ. აქ ვრჩები“