დოჰას საჩოგბურთო ტურნირის ნახევარფინალი ნიკოლოზ ბასილაშვილმა იოლად გაიარა და ტიტულის დაცვას რუს კარენ ხაჩანოვისა და ესპანელ ბაუტისტა აგუტის შორის გამარჯვებულთან შეეცდება.
ნახევარფინალში ბასილაშვილმა ფრანგი არტურო რინდერკნაიხი 6:4; 6:2 დაამარცხა.
მატჩი საათსა და 10 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა პირველი სეტის შუაში მეტოქეს ჩაწოდება აართვა და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა.
მეორე სეტში მეტოქე კი თავიდანვე წნეხში მოაქცია, 4:0 დაწინაურდა და საქმის ბოლომდე მიყვანა აღარ გასჭირვებია.
შეგახსენებთ, ჩვენებურმა მერვედინალში შვედი ელიას ინერი 6:4; 7:5 დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში უნგრელ მარტონ ფუქსოვიჩს 1:6; 6:3; 7:6 სძლია.
Nikoloz Basilashvili Caps Dream Week With Doha Crown | ATP Tour – Netral.News