k8miehrrp6bnarkbqjgx – Puntland PostFIFA-ს დაჯილდოვება და ისევ რობერტ ლევანდოვსკის ტრიუმფი, როგორც შარშან… „ოქროს ბურთს“ ვერ იგებს, თორემ FIFA The Best მისია. სამეულში იყვნენ ლეო მესი და მოჰამედ სალაჰიც, მაგრამ პოლონელი რჩეულია.

2021 წლის რჩეულების დაჯილდოვება ონლაინ ჩატარდა. მსოფლიო პანდემია ხომ ყველაფერს ურტყამს და ურევს.

ზოგადად გამოკითხვაში მონაწილეობას იღებენ ნაკრების კაპიტნები, მწვრთნელები, მედია და ქომაგები. უფრო სწორად, ქომაგები საუკეთესო გოლს არჩევენ…

საუკეთესო გოლი (ანუ პუშკაშის პრიზი): ერიკ ლამელას სასწაული რაბონა-დარტყმა… „ტოტენჰემში“ თამაშისას შექმნა ეს შედევრი. https://www.youtube.com/watch?v=Ky0fPbFRFD4

ტრადიციულად, მედიიდან „სარბიელის“ გამომცემელი ზურაბ ფოცხვერია იღებდა გამოკითხვაში მონაწილეობას – ფიფას პარტნიორი საქართველოდან. აი, ფოცხვერიას რჩეულები: მეკარე – ჯანლუიჯი დონარუმა, მწვრთნელი – რობერტო მანჩინი, ფეხბურთელი – რობერტ ლევანდოვსკი.

წლის საუკეთესო მეკარე ედუარ მენდი (სენეგალი, „ჩელსი“). მენდიმ ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ამით აჯობა დონარუმასა და ნოიერს. შარშან ნოიერი დაასახელეს საუკეთესოდ.

წლის საუკეთესო მწვრთნელი თომას ტუხელი (გერმანია, „ჩელსი“). ტუხელმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მისი კონკურენტები სამეულში იყვნენ გვარდიოლა და რობერტო მანჩინი. ისე, წინა ორ წელს, ანუ ზედიზედ ორჯერ, ასევე გერმანელმა მოიგო – ოღონდ იურგენ კლოპმა.

წლის სიმბოლური გუნდი ჯანლუიჯი დონარუმა – რუბენ დიაში, ლეონარდო ბონუჩი, დავიდ ალაბა – ჟორჟინიო, ნგოლო კანტე, კევინ დე ბრუინი – ერლინგ ჰოლანდი, რობერტ ლევანდოვსკი,ლეო მესი, კრიშტიანუ რონალდუ.

ფიფას საგანგებო ჯილდო გადაეცა კრიშტიანუ რონალდუს, ვინც ირანელი აკი დაეის სანაკრებო გოლების რეკორდი მოხსნა – კრიშტიანუს ეროვნული გუნდის მაისურით უკვე 115 ბურთი აქვს შეგდებული.

აბა, მომავალ შეხვედრამდე…