„გოლდენ სტეიტის“ ვარსკვლავი კლეი ტომპსონი მოედანს დაუბრუნდა და ეს 941-დღიანი იძულებითი პაუზის შემდეგ გააკეთა.
ტომპსონი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 20 წუთი დაჰყო.
კლეიმ ტრავმის შემდეგ პირველი მატჩისთვის საკმარისი ქულები დაგროვა – 17, თუმც, ჯერ არ ითქმის, რომ „მაჯა ისევე უჭრის“, როგორც დაშავებამდე.
ტომპსონმა 10-დან ოთხი ორქულიანი და რვიდან სამი სამქულიანი ჩააგდო.
„თავიდან ცოტას ვნერვიულობდი, 4-5 ისეთი სროლა მქონდა, რომლებიც უნდა ჩამეგდო. მიუხედავად ამისა, დაუვიწყარი საღამო იყო“, – თქვა ნამატჩევს ტომპსონმა.
ეს ყველაფერი კი, „გოლდენ სტეიტისა“ და „კლივლენდის“ მატჩში მოხვდა, რომელიც „ოქროს შტატელებმა“ 96:82 მოიგეს.