ახალ წელს ქართული სპორტის მეკვლე ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი იქნება, რომელიც 1 იანვარს სათამაშოდ ფედერეკო დელბონისთან გავა. ეს იქნება ATP Cup-ის D ჯგუფის პირველი მატჩი საქართველოსა და არგენტინის ნაკრებებს შორის.
მოგვიანებით კორტი საქართველოსა და არგენტინის ნაკრებების ლიდერებს, ნიკოლოზ ბასილაშვილსა და დიეგო შვარცმანს დაეთმობათ, შემდეგ კი წყვილთა მატჩის მონაწილეებიც გაირკვევა.
ATP Cup-ზე საქართველოს ნაკრები 3 იანვარს პოლონეთს გაეჯიბრება, 5-ში – საბერძნეთს.
შეჯგგახსენებთ, ATP Cup-ზე ქვეყნები ჯგუფებში ასე გადანაწილდნენ:
A ჯგუფი: სერბეთი, ნორვეგია, ჩილე, ესპანეთი
B ჯგუფი: რუსეთი, იტალია, საფრანგეთი, ავსტრალია
C ჯგუფი: გერმანია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, აშშ