მოსკოვის „სპარტაკის“ მწვრთნელს სასაცილო რეაქცია ჰქონდა როდესაც ლუჩანო სპალეტიმ მას ხელი არ ჩამოართვა.
ევროპა ლიგის მე-5 ტურში „ნაპოლი“ „სპარტაკს“ მოსკოვში დაუპირისპირდა. რუსებმა 2:1 მოიგეს.
საინტერესო ამბავი მოხდა მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ. თამაშის ბოლოს „სპარტაკის“ მწვრთნელი რუი ვიტორია ნაპოლის თავკაცისკენ ხელის ჩამოსართმებად წავიდა, თუმც ლუჩანო სპალეტიმ შორიდანვე ანიშნა, ტყუილად ნუ ირჯებიო და გვირაბისკენ გაემართა. სპალეტის ამ მოქმედებას ვიტორიასგან სასაცილო რეაქცია მოყვა, ვიქტორიამ უბრალოდ თავი ჩაღუნა და
მოწყენილი იღიმოდა.
„ნაპოლის“ მწვრთნელმა კი პრესას აუხსნა თუ რატომ არ ჩამოართვა მან ვიტორიას ხელი. „მწვრთნელები ერთმანეთს თავიდანვე უნდა ესალმებოდნენ და არა მოგებული თამაშის მერე, ჩემი ეს საქციელიც „რევანში“ იყო“, – თქვა შედეგით უკმაყოფილო ლუჩანო სპალეტიმ.