პარიზის მასტერსის პირველივე წრეში ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მასპინძელ ადრიან მანარინოსთან დამარცხდა და 2:6; 4:6 დამარცხდა.
პირველ სეტში ჩვენებური ძალიან სუტად გამოიყურებოდა და სამჯერ დათმო საკუთარი ჩაწოდება. შემობრუნება გაუჭირდა და ჩამორჩა.
მეორე სეტი ქართველი ჩოგბურთელისთვის კარგად დაიწყო. მეექვსე გეიმში მეტოქეს ჩაწოდება აართვა, 4:2 დაწინაურდა კიდეც, თუმცა მცირე ხნით, რადგან ზედიზედ ოთხი გეიმი წააგო და პარიზსაც დაემშვიდობა.
სავარაუდოდ, ეს იყო ნიკოლოზ ბასილაშვილის ბოლო ტურნირი წლეულს, რადგან კალენდარში, მხოლოდ, ნაკლებად პრესტიჟული დუბაის 250-ათასიანი ტურნირი არის ჩანიშნული.