„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ვარსკვლავმა რიო ფერდინანდმა ჟურნალისტებს უთხრა, თუ ვინ მიაჩნია მიმდინარე პრემიერლიგის ფავორიტ გუნდად.
„პირველი 4-5 თამაშის შემდეგ, ფავორიტად „ჩელსის“ ვთვლიდი, მაგრამ კიდევ 3 ტურის თავზე ასეთად „მანჩესტერ სიტი“ მიმაჩნია. ძლიერ მეტოქეებთან შესანიშნავად გამოიყურებიან. ისინი დომინირებდნენ „ჩელსისთან“ შეხვედრაში და „ლივერპულთან“ პირველ ტაიმში.
ეჭვი არ მეპარება, რომ დომინანტები იქნებიან მატჩების 99 პროცენტში. მთავარია, ეს უპირატესობა შედეგში გამოსახონ.
წარმატებისთვის მათ ყველაფერი აქვთ: გამოცდილება, კლასი და ძლიერი ფეხბურთელები. ხოლო ტაქტიკური თვალსაზრისით ერთი თავით აღემატებიან მეტოქეებს“, – ამბობს ფერდინანდი.