No description available.ფიფას ხელმძღვანელობა ურუგვაის ნაკრებისგან მაისურებზე დატანებული ემბლემის შეცვლას ითხოვს.
ურუგვაის ნაკრების ეკიპირებაზე PUMA ზრუნავს. ცოტა ხნის წინ სამხრეთამერიკელებმა კომპანიას ფორმების ახალი დიზაინი წარუდგინეს.
გერმანელებმა კი პასუხად აცნობეს, რომ ფიფა-დან გაფრთხილებულები არიან: მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატამდე ურუგვაელთა ემბლემაზე ოთხი ვარსკვლავიდან ორი უნდა დარჩეს. ურუგვაელთათვის ეს ოთხი ვარსკვლავი სიმბოლურად ორ მსოფლიო ჩემპიონატსა (1930, 1950) და ორ ოლიმპიადაზე (1924, 1928) გამარჯვებას ასხავს.
ფიფა-ს ჩინოსანთა აზრით, ოლიმპიადის მოგებისთვის დამატებულ მედლებს ემბლემაზე არაფერი ესაქმება – ურუგვაის ფეხბურთის ასოციაცია სწორედ ფიფა-ს პარტნიორია და არა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის.
ურუგვაელები აპელაციის შეტანით იმუქრებიან.