ოლიმპიური თამაშები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი მელიამ (97კგ) მარცხით დაიწყო.
ჩვენიანს წილისყრაში არ გაუმართლა, რადგან სტარტზევე მეტოქედ პირველ ნომრად განთესილი მუსა ევლოევი ერგო. ჩვენებური მეტოქესთან 1:3 დამარცხდა. თუმცა, მედლისთვის ბრძოლას გააგრძელებს, რადგან ევლოევი ფინალში გავიდა და ქართველო მოჭიდავე რეპეშაჟში გაიყოლა.