შემთხვევით გადავაწყდი CNN-ის მასალების მიხედვით მომზადებულ სტატიას…
„25 სპორტსმენი, რომლებსაც ტოკიოში ყურდღება უნდა მიაქციო“.
ნახევარი სია რომ ამერიკელებია – ჯანდბას… სკეიტბორდინგი… სერფინგი… მეკლდეურობა – ჯანდაბას…
25 სპორტსმენში რომ მხოლოდ ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა და კალათბურთელი კევინ დურანტი ვიცანი, ეგეც იქით იყოს…
აი, 45 წლის ახალზელანდიელი ლორელ ჰაბარდი კი უკვე ვარსკვლავად გამოაცხადეს. ეგ ვინ არის და ის არის, 2013 წლამდე მამაკაცთა შეჯიბრებებში რომ მონაწილეობდა, მერე განაცხადა, ტრანსგენდერი ვარო და ქალთა შორის ასპარეზობის უფლება ითხოვა.
მწვანე შუქი მაშინ აენთო, როცა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა წესები შეცვალა: ქალთა შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი ტესტოსტერონის დონეც ტურნირამდე 12 თვის განმავლობაში ლიტრზე 10 ნანომოლს არ აღემატება.
კომენტარი? გავა ეს 45 წლის ძიაკაცი, შვილისტოლა გოგოებს ოქროს მედალს ასწაპნის და ისტორიაში შევა.
სულ ეგ არის და იმ დამარცხებული გოგონების უფლებები სადღაა, წლები რომ მოდიოდნენ ამ ოლიმპიადამდე?