ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ იტალიაში კორონა ვირუსის ახალი ტალღა აგორდა…
ინგლისთან ფინალის მეორე დღეს, იტალიის ნაკრები რომში რომ ჩაფრინდა, მერე ავტობუსით შემოიარა ქუჩები. თურმე მთავრობის წევრებს ხალხი გაუფრთხილებიათ, ზეიმი ვიწრო წრეში იყოსო, თუმცა ამდენ ადამიანს, თანაც ტემპერამენტიან იტალიელებს რა დააკავებდა?!
„ჯერჯერობით დიდი გართულებები არ გვაქვს, მაგრამ ვერ გავექცევით კოვიდშემთხვევების გაზრდას. რეგიონში 681 ახალი შემთხვევაა, აქედან ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულთა შორის ახალგაზრდები უფრო არიან, რომლებიც ჯერ არ აცრილან“, – თქვა ჯანმრთელობის მარეგულირებელი ცენტრის უფროსმა ალესიო დამატომ.
ასე იცის ევროპის ჩემპიონობამ… მთავრობა იტალიიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გაბრიელე გრავინას კორონავირუსის შემთხვევების გაზრდაში ადანაშაულებს. სწორედ მისი უპრინციპობის შედეგია, რომის ქუჩებში ასეთი ხალხმრავლობა რომ იყოო.