„ბარსელონას“ ბოსებს დიდი სურვილი ჰქონდათ, პორტუგალიელი ფილიპე კოუტინიო ამ ზაფხულსვე გაეყიდათ, მაგრამ 29 წლის ფეხბურთელის მსურველი კლუბი არ ჩანს.
კოუტინიო „ბარსელონაში“ 2018 წელს „ლივერპულიდან“ 120 მილიონ ევროდ გადავიდა და ბონუსების ხარჯზე თანხა შეიძლებოდა 160 მილიონამდე გაზრდილიყო.
ახლა „ბარსელონა“ 50 მილიონზეც თანახმაა – სწორედ ამდენი დარჩა „ლივერპულისთვის“ გადასახდელი იმ ტრანსფერიდან.
პანდემიამ და ფინანსურმა კრიზისმა კი პორტუგალიელი კიდევ ერთი წლით დატოვეს „ბარსელონაში“. სატრანსფერო თანხის გარდა მსურველ კლუბს ხომ მისი მსუყე ჯამგირი – წლიური 8,5 მილიონი ევროც უნდა გადაეხადა.