ჩეხმა ჩოგბურთელმა ბარბორა კრეიჩიკოვამ როლან გაროსის ქალთა ტურნირის ფინალში რუს ანასტასია პავლუჩენკოვას 6:1; 2:6; 6:4 მოუგო და „დიდი მუზარადის“ ტურნირის პირველად გახდა.

25 წლის კრეიჩიკოვას აქამდე WTA მხოლოდ ერთი ტურნირი მოეგო. მეტიც, „დიდი მუზარადის“ ტურნირებზე მისი მაქსიმუმი მეორე წრე იყო და ორივე ავსტრალიაში.

პირველი სეტი ჩეხმა მოიგო იოლად, მაგრამ მეორე ასევე იოლად დაუთმო მეტოქეს. გადამწყვეტ სეტში კრეიჩიკოვამ მალევე დააბრეიკა პავლუჩენკოვა და ტიტულამდე მშვიდად მივიდა.

 

See the source image