„მანჩესტერ იუნაიტედმა“ უკვე დაიწყო მზადება ევროპა ლიგის ფინალისთვის, რომელიც 26 მაისს პოლონურ გდანსკში გაიმართება.
როგორც ინგლისური მედია იტყობინება, ოლე გუნარ სულშერმა, „მანჩესტერის“ მთავარმა მწვრთნელმა „ფულემთან“ პრემიერლიგურ შეხვედრაშიც ის შემადგენლობა ათამაშა, რომელსაც ფინალში გაიყვანს.
მატჩი, მოგეხსენებათ, ფრედ 1:1 დასრულდა და მასპინძელთაგან თავი ურუგვაელმა ედინსონ კავანიმ გამოიჩინა ბრუნო ფერნანდეშის გადაცემის შემდეგ. პორტუგალიელმა კიდევ ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. ბრუნო, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია „მანჩესტერის“ რიგებში და მისი ეიმედება გუნდის მწვრთნელსაც, რომელიც ამბობს, რომ ფინალი სწორედ ბრუნოს თამაში უნდა იყოს… პორტუგალიელ შემტევს ამ სეზონში 28 გოლი აქვს გატანილი და 18 საგოლე გადაცემა შესრულებული. სულშერი ასევე ფიქრობს, რომ მისი გუნდი დღესვე მზადაა „ვილიარეალთან“ ევროპა ლიგის ფინალის სათამაშოდ.