მხიარული და უშუალო კაცი ჩანს ვილი სანიოლი. მისი წინამორბედი ვლადიმირ ვაისი მაინცდამაინც დელიკატურიც არ იყო და ხანდახან აღრენილი საუბრობდა, ხანდახან – ხისტადაც. სანიოლი იღიმის, ყოველ შემთხვევაში – ჯერ.

May be an image of 1 ადამიანი, standing და ბალახისახალისო ამბავი მოხდა ესპანეთთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე… ერთერთმა ესპანელმა ჟურნალისტმა მუსიე ვილის კითხვა ფრანგულად დაუსვა. ცხადია, მშობლიური ენის გაგონება გაუხარდა და ღიმილით შეხვდა. თუმცა, როდესაც ჟურნალისტი საკუთარ სკამს დაუბრუნდა და ლეპტოპი მუხლებზე დაიდო, სანიოლი კიდევ უფრო გაოცდა – ესპანელს ლეპტოპზე მიუნხენის „ბაიერნის“ ლოგო ჰქონდა მიკრული, გუნდის, რომელშიც სანიოლი წლების მანძილზე თამაშობდა.

ვილიმ შეაქო – გემოვნებიანი კაცი ჩანხარო…

ჩვენც შევაქოთ ვილი, კარგი კაცი ჩანს, იმედია არც მერე შევიცვლით პირველ შთაბეჭდილებას…