მაიამის პრესტიჟული ტურნირის პირველ წრეში დასვენებულმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შვედ მატიას იმერთან ვერაფერი გააწყო და სამ სეტში დამარცხდა – 3:6, 6:4, 4:6.
შეცდომებით სავსე მატჩი ითამაშა ბასილაშვილმა. კი, ჰქონდა კარგი მომენტები და ბრეიკებიც უხვად შეუასრულა, მაგრამ უფრო მეტი იმერს გაატანა.
პირველ სეტში ნიკოლოზმა ორჯერ აართვა მეტოქეს მოწოდება, სამაგიეროდ სამჯერ დათმო და ჩამორჩა.
მეორე სეტში ბასილაშვილმა გაათანაბრა. მართალია, აქ ჩამორჩა ბრეიკით, მაგრამ ორჯერ თავად იძალა.
მესამე სეტი თითქმის იდენტური იყო – ნიკოლოზის ორ ბრეიკს იმერმა ისევ სამით უპასუხა.