Milwaukee Bucks Game Preview: Jan. 8 vs Washington WizardsNBA-რეგულარული სეზონის ერთ სათამაშო დღეს ხუთი სამმაგი დუბლი დაფისირდა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა.

პირველი სამმაგი „ოკლაჰომა“-„ნიუ იორკის“ მატჩში (97:119), გამარჯვებულთაგან ჯულიუს რენდლმა აჩვენა – 26 ქულა, 12 მოხსნა, 12 პასი.

„ბრუკლინისა“ და „დეტროიტის“ (100:95) შეხვედრაში თავი წაგებულთა მცველმა ჯეიმს ჰარდენმა გამოიჩინა – 24 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი.

„ფინიქსმა“ 111:122 წააგო „ინდიანასთან“, რომლის რიგებში გამორჩეული იყო დომანტას საბონისი, რომელმაც 22 ქულა, 13 მოხსნა და 10 პასი მოინაგრა.

განსაკუთრებული გამოდგა „ვაშინგტონისა“ და „მილუოკის“ ჯახი, რომელიც სტუმრებმა 125:119 მოიგეს.

მილიოკელმა იანის ადეტოკუმბომ 33 ქულა, 11 მოხსნა და 11 პასი მიითვალა, ხოლო მისმა მოწინააღმდე რასელ ვესტბრუკმა 42 ქულა, 10 მოხსნა და 12 პასი.