საქართველოს ჩემპიონატის 33-ე სეზონი დაიწყო. მოგეხსენებათ, ბოლო წლებში ტურნირს კრისტალბეტ ეროვნული ლიგა ჰქვია. 11 თებერვალს სფფ-ის აღმასკომმა ჩემპიონატის ფორმატი დაამტკიცა. ეროვნულ ლიგასა და ლიგა 2-ში გასული სეზონების მსგავსად, შეჯიბრება ოთხ წრედ გაიმართება (შარშანდელისგან განსხვავებით, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ორ წრედ ჩატარდა). თითოეული გუნდი 36 მატჩს ჩაატარებს.

May be an image of 3 ადამიანი, people standing და people playing sportsგუნდებს სამის ნაცვლად ხუთი შეცვლის განხორციელება შეეძლებათ. უცვლელი დარჩა მატჩის ოქმში ფეხბურთელების რაოდენობა და ის კვლავ 20 მოთამაშით განისაზღვრება.

გახსნის მატჩში ჩემპიონმა „დინამომ“ დებიუტანტ „სამგურალს“ უმასპინძლა, რომელიც 18 წლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა ელიტაში. დებიუტანტიო ვამბობთ, მაგრამ საკმაოდ ამბიციური გუნდია. ფინანსურად მყარად არიან, შემადგენლობაში კი ბევრი ისეთი ფეხბურთელია, ვისაც სხვადასვა დროს უმაღლეს ლიგაში უთამაშია. სეზონის წინ თურქეთში ნაყოფიერი შეკრებაც გაიარეს, ამიტომ ვერ დავეთანხებით იმ მოსაზრებას, თითქოს „დინამოს“ ვერმოგება სიურპრიზი იყო.

თამაში 1:1 დამთავრდა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. სეზონის პირველი გოლი 21 წლის სერგო კუხიანიძემ გაიტანა. „დინამოს“ კი შეთამაშება აშკარად აკლია, მათმა ახლამა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ, რომელიც მეორე ტაიმში მსაჯმა ზედმეტი ემოციურობისთვის ტრიბუნაზე გაუშვა, ჟურნალისტებს ახლახან უთხრა, რომ სათამაშო სისტემა შეცვალა, სამმცველიან ტაქტიკაზე გადავიდა და გუნდს ერთი ხანი სიახლისთვის შეჩვევა დასჭირდება.

მასპინძლებმა ანგარიში გიორგი გაბედავას გოლით გაათანბრეს.

პირველ სათამაშო დღეს კიდევ ერთი მატჩი გაიმართა. მრავალტანჯულმა „ტორპედომ“ ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატს, ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. გასაკვირი რა უნდა იყოს. ქუთაისელებმა ხომ  სულ ახლახან 10(!) ახლწვეული წარადგინეს… მათ დამრიგებელ მიხეილ აშვეთიას კიდევ გვარიანი ოფლისღვრა მოუწევს სანამ გუნდს მოაფერიანებს. საინტერესოა, რომ ახალწვეულებს შორის იყო ზიდანიც… დიახ, საქართველოს ჩემპიონატში ზიდანი გამოჩნდა. ის 27 წლისაა, ფადი ჰქვია და პალესტინიდანაა. დიდი ფრანგის მოგვარემ მინდორზე 76 წუთი დაჰყო, თუმცა თავი დიდად არ გამოუჩენია.

May be an image of 3 ადამიანი, people standing და people playing sports„დილამ“ სამწლიანი პაუზის შემდეგ ელიტაში დაბრუნებულ „შუქურას“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით აჯობა. წარმატებული გამოდგა გორელთა უკრაინელი მწვრთნელის, ანდრეი დემჩენკოს დებიუტი. შეგახსენებთ, რომ დემჩენკო მიმდინარე ტურნირში ერთადერთი უცხოელი სპეციალისტია. „დილამ“ კი შარშანდელი ტრიუმფის ორი მთავარი შემოქმედი, მწვრთნელი გიორგი ნემსაძე და მთავარმეგოლე მიკოლა კოვტალიუკი დაკარგა.

ამავე მატჩში დაფიქსირდა პირველი გაძევებაც, თუმცა ეს უფრო ტექნიკური წვრლიმანი იყო და არა რაიმეს გადამწვეტი. მსაჯმა ყრუაშვილმა, ქობულეთელ ამირან როხვაძეს მეორე ყვითელი ბარათი 96-ე წუთზე უჩვენა.

„თელავმა“ „სამტრედიას“ რუსთავში უმასპნძლა და ასევე 1:0 მოუგო. იმერულ კლუბს მთავარ მწვრთნელად გია ცეცაძე დაუბრუნდა და დებიუტი ხეირიანი ვერ გამოუვიდა, თუმცა გუნდის შეკვრას დრო სჭირდება.

ტურის ბოლო შეხვედრაში „საბურთალომ“ „ლოკომოტივს“ 2:0 სძლია და  ცხრილს სათავეში მოექცა.

დინამო 1:1 სამგურალი

0:1 კუხიანიძე (30), 1:1 გაბედავა (71)

ტორპედო 0:1 ბათუმი

0:1 ჩაბრაძე (79)

თელავი 1:0 სამტრედია

1:0 შეყილაძე (45+2)

დილა 1:0 შუქურა

1:0 კაპანაძე (14)

გაძევება: როხვაძე (90+6) – შუქურა

საბურთალო 2:0 ლოკომოტივი

1:0 ჯგერენაია (38), 2:0 გოჩოლეიშვილი (90)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362112373:2775
დინამო36217859:2870
დილა361710948:3561
საბურთალო361512952:4057
ლოკომოტივი361581357:5953
თელავი361281635:5344
სამგურალი369141334:4641
ტორპედო369131438:4440
შუქურა365121928:4927
სამტრედია36562533:7621