No description available.„ვილიარეალთან“ 2:0 მოგებულ შეხვედრაში „ატლეტიკოს“ მხრიდან ერთი გოლი ჟოაუ ფელიშმა გაიტანა.
126-მილიონიანმა ფორვარდმა გოლის შემდეგ ტუჩებზე თითი მიიდო და დიეგო სიმეონეს მისამართით რამდენიმე სიტყვა დაიძახა. სავარაუდოდ, ეს ქცევა ვარჯიშზე შეგირდისა და მოწაფის შეკამათების გამოძახილი იყო.
„აჯობებს, თუ საკუთარ ჟესტს თავად ფელიში გაუკეთებს კომენტარს. მე მომწონს, როცა ფეხბურთელი მეამბოხეა. ეს მის მებრძოლ სულზე მეტყველებს, ისე კი ჟოაუ ჩვენი გუნდისთვის ძალიან მბიშვნელოვანი ფიგურაა” – განაცხადა ნამატჩევს სიმეონემ.
არადა, „ჩოლოსთვის“ ეს გამარჯვება საეტაპო იყო – მან „ატლეტიკოსთან“ ერთად ყველა ტურნირის ჯამში 308-ე გამარჯვება მოიპოვა. ამით ის ლეგენდარულ ლუის არაგონესს გაუტოლდა.
თუმცა, საინტერესოა, რომ არგენტინელმა ამ შედეგს 512 შეხვედრაში მიაღწია, არაგონესს კი საამისოდ ზუსტად 100 მატჩით მეტის გამართვა დასჭირდა.