წესით და რიგით, 18 თებერვალს კიევის „ოლიმპიურზე“ ევროპის ლიგის პირველი 1/16-ფინალი უნდა გაიმართოს მასპინძელ „დინამოსა“ და ბელგიურ „ბრიუგეს“ შორის.
თუმცა, იმავე უეფას წეს-კანონით, თუ ტემპერატურა 15 გრადუს ყინვაზე დაბლა დაეცა, ერთერთ გუნდს შეუძლია, უარი თქვას მატჩის გამართვაზე. ჯერ უცნობია, წავა თუ არა ამ ნაბიჯზე „ბრიუგე“, მაგრამ უკრაინის დედაქალაქში ამინდის პროგნოზიდან გამომდინარე, სავსებით მოსალოდნელია.
ევროთასებს ვინ ჩივის, გრიგორი სურკისი უკრაინის ჩემპიონატის პირველი ორი ტურის თურქეთში გამართვის იდეით გამოვიდა. მას მალევე დაუკრა კვერი რამდენიმე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – მოედნები მოყინული და ტრავმასაშიშია, უმაყურებლოდ კი რა მნიშვნელობა აქვს, სად ვითამაშებთო.