დორტმუნდის „ბორუსიას“ ხელმძღვანელობამ სერიოზულად გადაწყვიტა ჯეიდონ სანჩოს გაყიდვა. ამის უმთავრესი მიზეზი თავად 20 წლის ინგლისელის სურვილია.
სანჩოს ისეთ გუნდში სურს გადაბარგება, რომელიც მუდმივად ტიტულებისთვის იბრძოლებს. ამას ისიც დაუმატეთ, რომ ფეხბურთელმა აშკარად უკლო და ძველებურად ეფექტური ვეღარ არის.
მსურველ კლუბთა შორის „მანჩესტერი“ კი იყო, მაგრამ ინგლისელებს მოთხოვნილი 120 მილიონი გირვანქა ძალიან ეძვირათ და მოლაპარაკება ჩაიშალა.
გერმანელებმა დღევანდელი კვერცხი არჩიეს ხვალინდელ ქათამს – სანჩოს სატრანსფერო ფასი თითქმის განახევრდა. ინგლისელმა მიმდინარე სეზონში „დორტმუნდის“ ღირსება 17 მატჩში დაიცვა. მის ანგარიშზე 3 გოლი და 7 საგოლე პასია.