Hubert Hurkacz Fends Off Sebastian Korda To Take Delray Beach Title | ATP  Tour | Tennisპოლონელმა მეჩოგნე ჰუბერტ ჰურკაჩმა, ვინაც სადღეისოდ მსოფლიო რეიტინგის 35-ე ნომერია, ამერიკული დელრეი-ბიჩის ტურნირი მოიგო.

მიუხედავად იმისა, რომ ტურნირი ATP-250 კატეგორიისა იყო, ეგებ არც გაგვიმახვილებინა ყურადღება, რომ არა რამდენიმე ფაქტორი:

– ჰუბერტი პირველი პოლონელია, ვინაც დელრეი-ბიჩში იმარჯვა.

– მან მთელი ტურნირი ისე განვლო, სეტიც არ წაუგია.

– ტურნირის ბადეში გამარჯვებულს არც ერთი მეტოქე არ გადაყრია მსოფლიო რეიტინგის ასეულიდან, რაც თავისთავად უნიკალური შემთხვევაა.

– ფინალში მისი მეტოქე სებასტიან კორდუ მხოლოდ 119-ე ჩოგანია.

შედარებისთვის გეტყვით, რომ ანთალიის ასევე ATP 250-იან ტურნირზე მეოთხედფინალში მხოლოდ რეიტინგის პირველი ასეულის წევრები გავიდნენ. სწორედ ამ ეტაპიდან დაემშვიდობა ანთალიას ჩვენი ნიკოლოზ ბასილაშვილი. ნიკა, წასულიყავი ამერიკაში…

წილი
წინა სტატიამივიდა, ნახა, გაიმარჯვა!
შემდეგი სტატიაძმობა
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".