დიეგო მარადონას ცხედრის გაკვეთის შედეგად ქვეყნის საუკეთესო პათოლოგანატომების დასკვნა დღეს გახდა ცნობილი.

აღმოჩნდა, რომ დიეგოს ფილტვების დაახლოებით 50 პროცენტი დახშული ჰქონდა. გულის ქრონიკულ უკმარისობას დიეგო წლებია უჩიოდა.

კიდევ ერთი დიაგნოზი კარდიომიოპათიაა, რაც გულის კამერების დათხელებასა და ზომაში გაზრდას იწვევს. აღმოჩნდა, რომ დიეგოს ნორმალურ ადამიანზე ორჯერ დიდი გული ჰქონია.

რაც შეეხება აკრძალულ ნივთიერებებს, მათ შესახებ ინფორმაცია შარდისა და სისხლის ანალიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

წილი
წინა სტატიანაკრებში 39 წლის ბრუნდება
შემდეგი სტატიამეხუთე …
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".