Gerd Müller Biography - Childhood, Life Achievements & Timelineსრულიად საფეხბურთო გერმანიამ 3 ნოემბერს გერდ მიულერის 75 წლის იუბილე აღნიშნა. გენიალურ თავდამსხმელს მიუნხენის „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგაში „ზალცბურგთან“ 6:2 მოგება უძღვნა, მაგრამ დღის ბოლოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ შოკი გამოიწვია.

ის, რომ მიულერს ალცჰეიმერის დაავადება სჭირდა, ჯერ კიდევ 5 წლის წინ გახდა ცნობილი. მას შემდეგ მდგომარეობა სერიოზულად დამძიმდა და ჭკუასუსტობაში გადაიზარდა.

ფეხბურთელის მეუღლის, უშის თქმით, გერდი საწოლიდან აღარ დგება, საჭმელს ფაქტობრივად არ ჭამს და ახლობლებს თვალების ფახულითღა ეკონტაქტება.

„ის ნელ-ნელა ქრება და სიცოცხლეს ემშვიდობება,“ – თქვა უშიმ.

„ზალცბურგის“ კარში დუბლის ავტორმა რობერტ ლევანდოვსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა: „მასშტაბი, რომელსაც თქვენ მიაღწიეთ, მაიძულებს, ყოველდღიურად ვიშრომო, რათა ოდნავ მაინც მოგიახლოვდეთ. დარჩით ძლიერი, მეფე გერდ!“.

გერდ მიულერს „ბაიერნის“ მაისურით 565 გოლი აქვს გატანილი და აქედან 365 ბუნდესლიგაზე მოდის.

 

Gerd Müller - my hero | Opinion | DW | 07.10.2015