საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დააახელეს. წლეულს ეს პირველად მოხდა. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში შერმადინს იგივე ჯილდო ორჯერ ერგო.

„ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი ევროპის უძლიერეს ლიგაში ჩინებულად თამაშობს და გასულ თვეში გამართულ 4 მატჩის ჯამში ყველა კალათბურთელზე სარგებლიანი იყო – ოქტომბერში, შერმადინის მარგი ქმედების საშუალო მაჩვენებელი 28.7 იყო. შედეგად, ლიგის ხელმძღვანელობამ თვის MVP-ის ტიტული ჩვენებურს გადასცა.

ქართველის დიდი დამსახურებაა, „ტენერიფეს“ ისტორიაში სეზონის საუკეთესო სტარტი რომ აქვს – 6 მოგება, 1 მარცხი. ამას ლიგის ვებ გვერდიც წერს.

Basketball Champions League 2019-20