ამ დროის ინფორმაციით, „ბარსელონას“ პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ და მმართველთა საბჭოს დანარჩენი წევრები გადადგომას განიხილავენ.

როგორც იცით, ამჟამად „ბლაუგრანას“ ბორდის მიმართ უნდობლობის გამოცხადების პროცედურა მიმდინარეობს, რომელიც დღეს ახალ ეტაპზე გადავა. „ბარსა“ შეგროვილი ხელმოწერების ვალიდურობას გადაამოწმებს.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობის წევრებმა გააქტურება ბოლო პერიოდში კლუბში მომხდარი უამრავი უსამართლობის ფონზე გადაწყვიტეს.