8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესიმ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ელის – ერთა ლიგის ნახევარფინალი ბელარუსთან, რომელსაც 26 მარტს უნდა გამართულიყო.
ეს მატჩი ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ნახევარფინალურია, მოგების შემთხვევაში, ნოემბერში ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის უმჯობესს საქართველოს ნაკრები თბილისშივე უმასპინძლებს.
ჩრდილოეთ მაკედონია ერთა ლიგის C დივიზიონშიც ჩვენს ჯგუფში არის. ერთი თვის წინ, ჩვენებმა თბილისში მიიღეს და ფრედ, 1:1 ითამაშეს. საპასუხოდ, ვაისის გუნდი კოპიეს 14 ოქტობერს ესტუმრება. სამი დღით ადრე კი საქართველო ერევანში, სომხებს შეხვდება… ცხადია, სომხეთში თუ მშვიდობა დარჩა…
ამ მატჩებისთვის ვლადიმირ ვაისმა გაფართოვებული შემადგენლობა დაასახელა. სლოვაკმა მწვრთნელმა 29 ფეხბურთელს უხმო.