2008 წელი. გორის სამხედრო ბაზის ...ორი ათეული წლის განმავლობაში, როცა „სარბიელი“ ბეჭდური ფორმით გამოდიოდა, ერთადერთხელ მოხდა, რომ დილას მკითხველს გაზეთი დახლზე არ დახვდა…

არადა, ბევრჯერ ვიდექით ნომრის ჩავარდნის ზღვარზე შუქის თუ გაზეთის დასაბეჭდი ქაღალდის არქონის გამო. გასული საუკუნის 90-იან წლებში ეს ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავი იყო, თუმცა გამოსავალს ყოველთვის რაღაცნაირად ვპოულობდით და ახლა, ამაზე სიტყვის გაგრძელება არ ღირს.

იმ დროზე გიყვებით, როცა ოკუპანტის ტანკები, საქართველოში როკის გვირაბით შემოსულები, სადისტური სიამოვნებით თელავდნენ ყველაფერს, რისი გადათელვაც შესაძლებელი იყო;

საოკუპაციო ავიაცია უმოწყალოდ ბომბავდა სოფლებს და ქალაქებს;

ოკუპანტი ჯარისკაცები კი მოროდიორობით იყვნენ დაკავებულები. სარბიელელებს გაზეთის გამოცემის შეჩერება არც გვიფიქრია.

როგორ ძარცვავდნენ ოკუპანტები 2008 ...დიახ, ქვეყანას სპორტისთვის არ ეცალა და სპორტული ამბების წერისას ჩვენც თვალი და ყური ტელევიზორისკენ გვქონდა, მაგრამ არსებობს რაღაც პრინციპები, რომელთა დაცვაც ომის დროს ერთი ორად მნიშვნელოვანია. არასდროს არის წესრიგი, სიმშვიდე, საკუთარი საქმის პედანტურად კეთება უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ომის დროს. ამის საპირისპირო ქმედებას პანიკა ჰქვია და კაცობრიობის ისტორიაში არასდროს არავის პანიკით არაფერი მოუგია. სულ უმნიშვნელო რამეც კი, არათუ ომი.

ამიტომაც აღელვებულები და გულზე მძიმე ლოდით, მაინც ვაკეთებდით გაზეთს. ცხადია, სპორტის გარდა ომზეც ვწერდით. და იმ დღეებში ერთადერთხელ მოხდა, როდესაც ნომერი ჩავარდა. ის დღე იყო, ოკუპანტებმა გორი რომ დაბომბეს და ვიღაცები გულმოდგინედ ავრცელებდნენ ხმებს, თბილისიც დაიბომბებაო.

ღამე, სტამბაში გაზეთი დასაბეჭდად რომ მივიტანეთ, შენობა დაკეტილი დაგხვდა. ყველა სახლში წასულიყო…

საქართველოს სახელმწიფო დროშა - Wikiwand