ეს, გამოცხადებული ტრიუმფის ქრონიკაა-„ლივერპული“ ინგლისის ჩემპიონია, უკვე ცხრამეტგზის…
ძალიან ემოციური იყო საჩემპიონო თასის აღმართვა.
მერსისაიდელთა კაპიტანმა, ეს პროცედურა ბოლო ორი წლის მანძილზე უკვე მეოთხედ შეასრულა. წინა სამის უშუალო შემსწრე ათასობით ქომაგი იყო, თუმც ცარიელი ტრიბუნების წინ, წუხანდელი თასაღმართვა, მაინც ყველასგან გამორჩეული გახლდათ, რაკიღა, ოცდაათი წელიწადი ელოდნენ მერსისპირა წითელ ნაწილში ამ ზეობას.
კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი დაბადებულიც კი არ იყო მაშინ, როცა „წითლებმა“ ინგლისს ბოლოს ზემოდან გადახედეს. არსად არაფერი ისე არ არის შერწყმული ფეხბურთში, როგორც „ლივერპული“ და მისი გულშემატკივარი – ეს ერთიანი ორგანიზმია და მიუხედავად იმისა რომ პანდემიური რეგულაციების გამო, ტრიბუნები ცარიელი იყო, ქომაგს ერთი წუთითაც არ მიუტოვებია საყვარელი გუნდი – „ენფილდის“ სიახლოვეს შეკრებილი ათასობით სქაუზერის ხმა მოედნამდეც აღწევდა და თითოელი ფეხბურთელი გრძნობდა რომ მარტო არ იყო.
You, ll never walk alone, ამ გუნდის დევიზიც ხომ ესაა და ნანატრ ტიტულამდე სწორედ ასიათასობით ქომაგთან ერთად იარა გუნდმა.
ვულოცავთ „ლივერპულის“ ყველა გულშემატკივარს, მათ შორის საქართველოში, სადაც, ლისზე, „ჩელსისთან“ შტამბეჭდავი გამარჯვება, ფეერულად აღნიშნეს ქართველმა სქაუზერებმაც…