„ბარსელონას“ თავკაცი კიკე სეტიენი საკუთარ მომავალს ისევ კატალონიურ კლუბში ხედავს.
„რა თქმა უნდა, მომავალ სეზონში ჩემ თავს ისევ „ბარსელონას“ მწვრთნელად ვხედავ. თუმცა, რეალობა ისეთია, ხანდახან დასახული მიზანის განხორციელება არ გამოდის. დიახ, მე ვიღებ პასუხისმგებლობას, მაგრამ არა სრულად. როდესაც ეძებენ დამნაშავეს, რატომღაც ყველა მთავარ მწვრთნელს უყურებს. არ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ყველაფერი ცუდად არის, რადგან ბოლო პერიოდში სამი მატჩი ფრედ ვითამაშეთ. ასევე არ ვუკარგავ დამსახურებას მადრიდის „რეალს“, რომელმაც რესტარტის შემდეგ ყველა მატჩი მოიგო. ეს იოლი სულაც არ არის“, – განაცხადა სეტიენმა.
შეგახსენებთ, „ბარსელონა“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მე-2 ადგილზეა და ლიდერ „რეალს“ ოთხი ქულით ჩამორჩება.