No description available.საფრანგეთის ღია პირველობა ტრადიციულად მაის-ივნისში იმართება ხოლმე. ამჯერად განრიგი კორონავირუსის პანდემიამ არია და ორგანიზატორებმა „როლან გაროსის“ გამართვის ახალ ვადებად 21 სექტემბერი – 11 ოქტომბერი დაადგინეს.
საფრანგეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება დასტაბილურდა, პროგნოზიც ოპტიმისტურია და როგორც ქვეყნის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბერნარ ჯუდიჩელიმ განაცხადა, „როლან გაროსს“ მაყურებელი უსათუოდ ეყოლება:
„ჯერ ვერ გეტყვით, რამდენი მაყურებლის მიღებას შევძლებთ. ზუსტი ციფრები მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებთან კონსულტაციების შემდეგ იქნება ცნობილი“.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის მოქმედი ჩემპიონები რაფაელ ნადალი და ეშლი ბარტი არიან.