მადრიდის „ატლეტიკოს“ პრეზიდენტ ენრიკე სერესოს ჰკითხეს, რამდენად შესაძლებელია, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილში დაუძინებელ მტერ „რეალს“ მათი მშობლიური „ვანდა მეტროპოლიტანო“ საშინაო მატჩებისთვის დაუთმოს.
„მე ვაპირებ ჩამოვიხსნა ნიღაბი და ისე გიპასუხოთ ამ კითხვაზე. არავის შეეპაროს ეჭვი, რომ „რეალს“ ჩვენი სტადიონით სარგებლობას შევთავაზებთ,” – იყო ბატონი სერესოს პასუხი.
თავად კითხვა კი ფლორენტინო პერესის განცხადებას მოჰყვა: „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, „რეალი“ საშინაო შეხვედრებს „ალფრედო დი სტეფანოზე“ გამართავსო. ეს მოკრძალებული სტადიონი „რეალის“ საწვრთნელ ბაზაზე მდებარეობს და ფარმკლუბ „კასტილიას“ შეხვედრებს მასპინძლობს.
ფლორენტინო პერესს კოლეგის შეთავაზებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.