Courtoisცოდნა სინათლეა, უსწავლელობა – სიბნელეო… თუმცა, ყოფილა შემთხვევა, როდესაც სპორტული კარიერის მოსაწყობად უსწავლელობა ცოდნაზე მეტად დაფასებულა. ამის დასტური ბელგიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ მეკარის, ტიბო კურტუას მაგალითია.

ჯერ კიდევ მშობლიურ „გენკში“ თამაშისას ტიბოს გადაბირება გერმანულ „ჰოფენჰაიმს“ სურდა, მაგრამ კურტუების ოჯახს შვილის საზღვარგარეთ გაშვება მანამდე არ სურდა, ვიდრე სკოლას არ დაამთავრებდა. ტიბო კი მათემატიკაში იმდენად სუსტი იყო, გამოცდებს ვერ აბარებდა და სკოლის დამთავრება გაეწელა. ასე ჩაეშალა კონტრაქტი „ჰოფენჰაიმთან“.

თუმცა, მოგვიანებით კურტუამ სკოლა მაინც დაამთავრა და თავი პირდაპირ…. ლონდონის „ჩელსიში“ ამოყო, თუმცა ბრიტანულმა კლუბმა ჯერ მადრიდის „ატლეტიკოში“ (2011-14) გაანათხოვრა, შემდეგ დაიბრუნა და ლონდონში 2018 წლამდე ითამაშა.

ბრიტანეთიდან კურტუა ისევ მადრიდში დაბრუნდა – ამჯერად, „რეალში“ და ახლა „სამეფო კლუბის“ წევრია. ვერ ვიტყვით, რომ მათემატიკაში უნიჭო კურტუა ახლაც „ჰოფენჰაიმში“ იქნებოდა, რადგან მისი საფეხბურთო ნიჭის პატრონი არც იქ დაიკარგებოდა, მაგრამ კარიერა რომ უფრო საინტერესო გამოუვიდა, ფაქტია…

Outstanding Thibaut Courtois saves a scoreless draw for lacklustre ...