მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული თავდამსხმელი, რაული, შესაძლოა, შალკეს მთავარი მწვრთნელი გახდეს.
წყაროს მტკიცებით, გელზენკირხენული კლუბის ხელმძღვანელობას სურს 42 წლის სპეციალისტის დამრიგებლად მიწვევა. მოგეხსენებათ, კარიერის ბოლოს, 2010-12 წლებში „რაული“ სწორედ „შალკეს“ ღირსებას იცავდა და 66 მატჩში 28 გოლი გაიტანა.
კლუბის ახლანდელი მწვრთნელის, დევიდ ვაგნერის მუშაობით ისინი უკმაყოფილო არიან, ამიტომ სასწრაფოდ ეძებენ მის შემცვლელს. „რაულის“ გარდა როგერ შმიდტისა და რალფ ჰაზენჰიუტლის კანდიდატურებსაც განიხილავენ.
ბოლო დროს, რაული „რეალის“ ახალგაზრდულ გუნდს – კასტილიას ავარჯიშებს.