სკანდალი: ექტორ რაულ კუპერი და მაფიასაქართველოს ნაკრების ყოფილი არგენტინელი მწვრთნელი ექტორ კუპერი, შესაძლოა, ნიგერიის ნაკრებში დანიშნონ. 64 წლის სპეციალისტი ბოლოს უზბეკეთის ნაკრებში მუშაობდა, ხოლო 2018 წლის მონდიალზე ეგვიპტეს წვრთნიდა და ჯგუფში სამივე მატჩი წააგო.

კუპერის გარდა, ნიგერიის ნაკრებში ჰარი რედნაპის კანდიდატურასაც განიხილავენ. რედნაპი უკვე 73 წლისაა! მას სამი წელია, არ უმუშავია. ბოლოს „ბირმინგემს“ ხელმძღვანელობდა. საუკეთესო სეზონები კი „ვესტ ჰემსა“ და „ტოტენჰემში“ ჰქონდა.

ნიგერიას კარგი თაობა ჰყავს. აი, 90-იანი წლების მერე რომ არ ჰყოლია, ისეთი… „სუპერარწვივებს“ ამჟამად ფრანგი გერნოტ რორი წვრთნის, ვისაც კონტრაქტი ივნისში უმთავრდება.