მადრიდის „რეალის“ შემტევი გარეთ ბეილი გულშემატკივრებზე ნაწყენია. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ესპანური გრანდის ფანები უელსელის ბურთის მიღებას სტვენით ხვდებოდნენ. ბეილს სწორედ ეს უკვირს.
„ყველა მატჩის დროს დიდი ზეწოლა გვაქვს. თუ საუკეთესო თამაშს არ აჩვენებ, მუდმივად ყურადღების ცენტრში ხარ. როდესაც კარგად ვერ ვთამაშობდი, 80 ათასი კაცი მისტვენდა. ეს კარგი ნამდვილად არ არის და მსგავსი რამ ხშირად მომხდარა. თავიდან გავიფიქრე კიდეც – ეს რა ხდება?
ფაქტია, მსგავსი რამ ცუდად მოქმედებს თავდაჯერებულობაზე. რატომ მისტვენდნენ, ეს ჩემთვის გაუგებარია და პასუხგაუცემელი. არ მესმის ასეთი რამის. ვფიქრობ, როდესაც მოედანზე პრობლემები გექმნება, მაყურებელმა უნდა გაგამხნევოს. შედეგად ცდილობ, რომ უკეთ ითამაშო და მათ სიამოვნება მიანიჭო. მადრიდში კი საპირისპიროდ იქცევიან. როდესაც გისტვენენ, თავს უფრო ცუდად გრძნობ და რწმენას კარგავ, შენი სათამაშო დონე იკლებს. ეტყობა ეს „რეალის“ „წესია“, სხვა გუნდებში ასე არ ხდება. ისიც ფაქტია, რომ „რეალი“ ამით ცნობილია“, – თქვა უელსელმა.
![]()
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
