ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურმა მატჩმა „ლივერპულსა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის, კორონავირუსით ათეულობით ლეტალური შემთხვევა დააფიქსირა.
ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის გამოკვლევით, აღნიშნულ მატჩზე დამსწრეთაგან COVID 19-ით 41 ადამიანი გარდაიცვალა.
მატჩი, რომელიც „ენფილდზე“ 11 მარტს გაიმართა, ესპანურმა კლუბმა 3:2 მოიგო. შეხვდრას 52 267 მაყურებელი ესწრებოდა. იმ დროისთვის არც ინგლისში და არც ესპანეთში კორონავირუსის გამო საკარანტინო წესები არ მოქმედებდა.
სადღეისოდ კი, ორივე ქვეყანაში 540 ათასამდე ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 65 ათასზე მეტი გარდაცვლილი.